პოლიტიკა

"ევროპული საქართველო" 40-მდე ოჯახისთვის მიწის დარეგისტრირებას ითხოვს

19.10.17 18:40


"ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 40-მდე ოჯახს სახელმწიფო მიწების რეგისტრაციაზე უარს ეუბნება.

საქმე ეხება ლარსი-სტეფანწმინდის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ არსებულ ნაკვეთებს, რომელთა გამოყენებას ხელისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გეგმავს.

„ევროპულის საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფოს მიწების ხელში ჩაგდება კომპენსაციების გადახდის გარეშე უნდა და სწორედ ამიტომაც არ ურეგისტრირებს ფაქტობრივ მოსარგებლეებს ამ მიწებს.

„სახელმწიფო აპირებს დააყაჩაღოს ეს ადამიანები, კომპენსაციის, ერთი თეთრის გადახდის გარეშე დატოვოს ისინი საკუთრების გარეშე,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

ოპოზიცია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, მიწათმონაცვლეობის, ან კომპენსაციის საფუძველზე გაისტუმროს აღნიშნული ოჯახები.



წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები