საზოგადოება

დავით საგანელიძე ძიანგსის პროვინციის დელეგაციას შეხვდა

21.06.16 21:50


„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორი დავით საგანელიძე ძიანგსის პროვინციის დელეგაციას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძინგსის პროვინციის დელეგაცია იმყოფება.

დელეგაციას ძინგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორი ლიუ ჩანგ ლინი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ჩინეთის მსხვილი კერძო საინვესტიციო და სახელმწიფო კომპანიების პირველი პირები იმყოფებიან. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში დღეს ძიანგსის ვიცე გუბერნატორი ლიუ ჩანგ ლინი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.

როგორც ფონდში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო გარემოსა ბიზნეს კლიმატს. „ჩინური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში ინვესტიცია განახორციელოს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. ასევე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ საერთაშორისო, მსხვილმაშტაბიან პროექტებს და სამომავლო გეგმებს“, _ აცხადებენ ფონდში.

მათივე თქმით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პრივნციის ვიცე გუბერნატორმა ლიუ ჩანგ ლინმა და დელეგაციის წევრებმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან დავით საგანელიძესთან ხვალ დაგეგმილი საქართველო-ჩინეთის ბიზნეს სემინარის დეტალები განიხილეს. სემინარზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს მთავრობის წევრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. მოხდება საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია.

საპატიო სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა სამომავლო საინვესტიციო პროექტები ორმხრივ შეხვედრებზე განიხილონ.

ფონდის ინფორმაციით, სემინარზე განიხილება ძიანგსის პროვინციის საინვესტიციო პოტენციალი, მისი შესაძლო როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და საქართველო-ძიანგსის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.

აღნიშნული სემინარი საპარტნიორო ფონდის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტის დროს, ძიანგსის პროვინციის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მხარეებს შორის ეკონომიკური ხელშეწყობისა და ურთიერთობებების გაღრმავების მიზნით დაიგეგმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 28


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები