პოლიტიკა

საქართველოში გაეროს ელჩი: უკანასკნელ წლებთან შედარებით მედიაში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია

19.10.17 21:45


უკანასკნელ წლებთან შედარებით მედიაში მდგომარეობა საგრძნობლად არის გაუმჯობესებული, თუმცა ქართულ მედიაში კვლავ აღინიშნება სიძულვილის ენის არსებობა – ამის შესახებ საქართველოში გაეროს ელჩმა, ნილს სკოტმა მედიამონიტორინგის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე არსებობს ანალიტიკის ნაკლებობა.

„ მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის ხელშეწყობით გაეროს განვითარების პროგრამას შესაძლებლობა მიეცა ჩაეტარებინა ამ არჩევნების მედიამონიტორინგიც. ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოში. ჩვენ ამ მონიტორინგს ვატარებთ იმიტომ, რომ თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს დემოკრატია. უკანასკნელ წლებთან შედარებით მედიაში მდგომარეობა საგრძნობლად არის გაუმჯობესებული, თუმცა ძალიან ვწუხვარ, რადგან კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ქართულ მედიაში კვლავ აღინიშნება სიძულვილის ენის არსებობა, ასევე უნდა აღვნიშნო ანალიტიკის ნაკლებობა. ასევე ველოდებით, რომ უფრო მეტი დებატები გაიმართება კანდიდატებს შორის”, – განაცხადა ნილს სკოტმა.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები