პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

19.10.17 22:15


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის შეხვდა.

მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია.

გიორგი კვირიკაშვილმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის დეტალურად გააცნო ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. ყურადღება დაეთმო საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები