პოლიტიკა

”მრავალეროვანი საქართველო” ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების” წევრებზე მომხდარ თავდასხმას გმობს

20.10.17 14:10


”მრავალეროვანი საქართველო” მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობს სოფელ ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებზე თავდასხმის ფაქტს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საერთო სამოქალაქო მოძრაობიდან აცნობეს. „მრავალეროვანი საქართველო“ შესაბამის სტრუქტურებს დროულ რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ გმობს მარნეულის #20 საარჩევნო ოლქში, სოფელ ყიზილაჯლოში, საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს.

აღშნული შემთხვევა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იმავე სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის გათვალისწინებით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, გაცილებით დაძაბულს გახდის კენჭისყრის დღის მსვლელობას. გნსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ სოფელში, 1 წლის ფარგლებში, ორივე საარჩევნო ციკლში, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, აგრეთვე მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების პერიოდში ადგილი აქვს კრიმინოგენური ვითარების დამძიმებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივი ამომრჩევლების თავისუფალი ნების გამოხატვასა და არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას.

ამის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ შესაბამის სტრუქტურებს სწრაფი და ადეკვატური რეაგირებისკენ, აღნიშნულ ინციდენტში დამნაშავე პირების დასასჯელად., ისევე როგორც კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლების აღსრულებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად“, ნათქვამია „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები