პოლიტიკა

,,ადგილი აქვს საარჩევნო ნორმების დარღვევას, მათი უმეტესობა, ადმინისტრაციული რესურსის არასწორად გამოყენებას ეხება“ - იანოშ ჰერმანი

20.10.17 15:00


როგორ შუქდებოდა მედიაში თვითმმართველობის არჩევნების თემა - მონიტორინგის პირველადი შედეგები შეაფასა დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. იანოშ ჰერმანი წინასაარჩევნო კამპანიის ნორმალურ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„წლევანდელი მედიამონიტორინგის პროგრესი შეიმჩნევა და ძალიან კარგია, თუმცა არსებობს გარკვეული პრობლემები. ვიმედოვნებ, ის ასევე გვაჩვენებს, რა სუსტი მხარეები არსებობს და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება მომავალში. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, მისი შეფასებებისას ეუთოს დასკვნას ვეყრდნობით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო კამპანია წესიერ ატმოსფეროში ჩატარდეს. ვისმენთ ინფორმაციას, ყველა მონაწილისა და პოლიტიკური პარტიისგან, მათ შორის დარღვევებზე. საარჩევნო ნორმების დარღვევას ადგილი აქვს, თუმცა ეს არ არის სისტემური ხასიათის. მათი უმეტესობა, ჩვენი ინფორმაციით, ადმინისტრაციული რესურსის არასწორად გამოყენებას ეხება. ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ამას ყურადღებას მიაქცევს,“ - აცხადებს იანოშ ჰერმანი.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები