პოლიტიკა

საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს

20.10.17 15:30


მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს.

კონკრეტულ სფეროებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელად ფრანკმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, პროექტები და არსებული საინვესტიციო გარემო. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება მსხვილი ინვესტორების ჩართვას იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებსაც რეგიონული მნიშვნელობა ენიჭება. აღინიშნა, რომ საქართველო არის გასასვლელი ჯამურად 2 მილიარდზე მეტი მომხმარებლის ბაზარზე, რამდენადაც აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ევროკავშირთან და მეზობელ ქვეყნებთან, ცოტა ხნის წინ კი საქართველოს თავისუფალი სავაჭრო პარტნიორი გახდა ჩინეთი.

პრემიერ-მინისტრმა Frank Group-ის წარმომადგენლებს საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ინვესტორების მაქსიმალური მხარდაჭერისთვის მზად არის. Frank Group არის საერთაშორისო ჰოლდინგი და საინვესტიციო ჯგუფი 200-წლიანი გამოცდილებით, რომელიც ძირითადად უძრავი ქონების, წარმოების, ტურიზმის, მაღალი ტექნოლოგიებისა და სამშენებლო სფეროში საქმიანობს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები