პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კახი კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს

20.10.17 16:00


პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კახი კალაძე არის უნიკალური კანდიდატი განსაკუთრებული თვისებებით, განსაკუთრებული გამოცდილებით და ის რა თქმა უნდა, პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„ყველა წინაპირობა არსებობს პირველ ტურში გამარჯვებისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არჩევნების პირველ ტურში მმართველი გუნდის გამარჯვებაზე წინასწარ ბევრი ფაქტორი მეტყველებს.

"არის უამრავი ფაქტორი იმისა, რომელიც გვაძლევს ჩვენ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ პირველ ტურში გამარჯვებაზე ვიფიქროთ. არის სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომეელიც გვეუბნება სწორედ იმას, რომ ყველა წინაპირობა არსებობს პირველ ტურში გამარჯვებისთვის, რაც შეეხება ამ ყველაფრის მიზეზებს, მიზეზი არის არაერთი, მათ შორის ის, რომ ზოგადად, საზოგადოება ხედავს იმ ცვლილებებს, რომელიც განიცადა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ, გარდა ამისა, 2014 წელთან შედარებით, პარტია „ქართული ოცნება“ არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო მაშინ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თავად თბილისის მერობის კანდიდატის - კახა კალაძის ფაქტორი.

„კახი კალაძე არის უნიკალური კანდიდატი, განსაკუთრებული თვისებებით, განსაკუთრებული გამოცდილებით და ამას რა თქმა უნდა, ყველა ყურადღებას მიაქცევს, ქართველი ამომრჩეველი, თბილისელი ამომრჩეველი, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას შაბათ დღეს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალი ალბათობით შევძლებთ პირველ ტურში არჩევნების მოგებას, თუმცა ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ამომრჩევლის ნებაზე და აქტიურობაზე, აქედან გამომდინარეობს ჩვენი თხოვნა ამომრჩევლის მიმართ, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ შაბათ დღეს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, წინასაარჩევნოდ, სხვადასხვა ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გამართულ დებატებზე გამოჩნდა, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც თბილისის მომავალზე საუბრობდა.

„ გამარჯვება არის გარდაუვალი და ამის მთავარი მიზეზი რა არის: ალბათ, თქვენ ყველა ნახავდით წინასაარჩევნო დებატებს, ჯერ „იმედზე“ შედგა დებატები, შემდეგ „რუსთავი 2“-ზე, კახი კალაძე იყო ერთადერთი კანდიდატი, რომელიც საუბრობდა მომავალზე, იმაზე, თუ რა იქნებოდა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და როგორ გეგმავდა ის სიცოცხლით სავსე ქალაქის ასე ვთქვათ უზრუნველყოფას, მაშინ, როდესაც ყველა სხვა კანდიდატი საუბრობდა კახი კალაძეზე. კახი კალაძე საუბრობდა თბილისზე, თბილისელებზე, თბილისის მომავალზე, ყველა დანარჩენი საუბრობდა კახი კალაძეზე. ეს არის ზუსტად მთავარი მიზეზი იმის, რომ ამომრჩეველი გააკეთებს არჩევანს სწორედ კახი კალაძის სასარგებლოდ. შესაბამისად, ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ პირველ ტურში დასრულდეს არჩევნები. რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება გავიდეს მეორე ადგილზე, ეს არ არის აქტუალური საკითხი, დამერწმუნეთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები