პოლიტიკა

„ჩემი თხოვნა იქნება, მარნეულში მომხდარ ფაქტს პოლიტიკურ ჭრილში ნუ განვიხილავთ“

20.10.17 18:15


შინაგან საქმეთა მინისტრმა მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ​ჯეიხუნ ჩოვდაროვის და მისი თანმხლებ სამ პირის დაჭრის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და დილისთვის უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი.

„გთხოვდით, რომ წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ. ნუ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება, პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ ამ თემას.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, განვიხილავთ ყველა ვერსიას. ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება“, -განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მღებრიშვილის თქმით, არც ერთ დაჭრილს საფრთხე არ ემუქრება.




წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები