საზოგადოება

ფაჟავამ ევროპის ჩემპიონატზე მხატვრულ ტანვარჯიშში მეხუთე ადგილი დაიკავა

21.06.16 22:10


ქართველმა ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავამ ისრაელში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მხატვრულ ტანვარჯიშში მეხუთე ადგილი დაიკავა, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი.

ფაჟავას მეოთხე ადგილის დასაკავებლად სულ 0,282 ქულა არ ეყო. ეს ადგილი მელეტინა სტანიუტას ერგო ბელარუსიდან.

კონტინენტის პირველობაზე პირველი ადგილი რუსეთის წარმომადგენელმა იანა კუდრიავცევამ დაიკავა, მეორე — ასევე რუს მარგარიტა მამუნს ერგო. მესამეზეა უკრაინელი განა რიზატდინოვა.

ფაჟავა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 739


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები