პოლიტიკა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი არასამთავრობო სექტორს 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმას აცნობს

20.10.17 18:35


პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი არასამთავრობო სექტორს 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმას აცნობს. დოკუმენტი კომიტეტის საქმიანობის ყველა ასპექტს მოიცავს და განსაზღვრავს მის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, სამოქმედო გეგმა კომიტეტმა ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის დახმარებით მოამზადა.

მისივე თქმით, დოკუმენტს სამოქალაქო საზოგადოების გარდა, გააცნობენ სხვა ჯგუფებს, გაიმართება სამუშაო შეხვედრები და ამის შემდეგ მოხდება მისი დამტკიცება.

“პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს აქვს პასუხისმგებლობის საკმაოდ ფართო სპექტრი. ჩვენი ძირითადი მიმართულება 2017-2020 წლის განმავლობაში იქნება საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რაც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებს, საგარეო ურთიერთობებს, ასევე
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საპარლამენტო დიპლომატიის არხების გამოყენება და საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ეს არის ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც ასახულია სამოქმედო გეგმაში”, - განმარტა თამარ ხულორდავამ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები