საზოგადოება

იმერეთის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა

20.10.17 18:55


იმერეთში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" ზესტაფონის რაიონული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.

11 საბავშვო ბაღის აღსაზრდელია, ხოლო სამი — პედაგოგი. ისინი ზესტაფონის სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებული.

წინასწარი ვერსიით, ისინი ტორტით მოიწამლნენ, რომელიც საბავშვო ბაღში ერთმა მშობელმა მიიტანა. ინციდენტს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ.

„როგორც ჩანს, ყველამ ტორტი ჭამა, ყველას ერთნაირი სიმპტომები ჰქონდა. საღამოს ყველა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, მოწამლული ბავშვებისა და პედაგოგების მდგომარეობა აინტერესებდათ. მათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ყველა უკვე გაწერილია", — განაცხადა „Sputnik-საქართველოს" თანამოსაუბრემ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები