პოლიტიკა

„საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა“

23.10.17 14:10


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრტეზიდენტის განცხადებით, არჩევნებმა საერთო ჯამში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა აღნიშნავს, რომ იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც, ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, საერთო ჯამში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვულოცავ თვითმმართველ ქალაქებში არჩეულ მერებს, პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს.

ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას, არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა კი, ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა გამოიხატოს.

მინდა, მადლობა ვუთხრა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და კვალიფიციური მონიტორინგისათვის.

იმედს გამოვთქვამ, რომ არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იქნება”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.



წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები