მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტმა რუსეთ-სომხეთის ერთობლივი საჯარისო ქვედანაყოფის შექმნის კანონს ხელი მოაწერა.

23.10.17 21:00


სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა 23 ოქტომბერს ხელი მოაწერა კანონს რუსეთ-სომხეთის არმიების ერთობლივი ქვედანაყოფის შექმნის შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ.

ასევე სომხეთი შეუერთდა რუსეთ-ბელორუსის სახელმწიფოთაშორისო საფინანსო-სამრეწველო ჯგუფს - "თავდაცვითი სისტემები".

ამ შეთანხმებებს მხარეებმა 2016 წლის ნოემბერშ მოწერეს ხელი. რუსეთის დუმამ მათი რატიფიკაცია 14 ივლისს მოახდინა, ხოლო სომხეთის პარლამენტმა - 5 ოქტომბერს.

რუსეთ-სომხეთის ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების ამოცანაა რუსეთსა და სომხეთზე შეიარაღებული სამხედრო თავდასხმის მომზადების დროული აღმოჩენა, მისი მოგერიება, სახელმწიფოთა სახმელეთო საზღვრის დაცვა, რუსეთისა და სომხეთის საზღვრის დაცვა საჰაერო კოსმოსურ სივრცეში. ასევე, საარმიო ქვედანაყოფების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემებში ერთობლივი მონაწილეობა, ქვეყნების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა, რომელიც რეგიონშია განთავსებული.

მშვიდობიან პერიოდში მას სომხეთის გენშტაბის უფროსი უხელმძღვანელებს, ხოლო ომის დროს - რუსეთის სამხრეთის ჯარების სარდალი.

რაც შეეხება შეთანხმების მეორე ნაწილს, რუსეთ-ბელორუსისის საფინანსო-სამრეწველო ჯგუფის - "თავდაცვითი სისტემების" ამოცანაა ინტეგრირებული სამეცნიერო-ტექნიკური, სამრეწველო და საინვესტიციო პოტენციალის გამოყენება თავდაცვითი სისტემების თანამედროვე ნიმუშების წარმოებაში. შეთანხმების შედეგად ამ ჯგუიფს სომხეთიც შეუერთდება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები