პოლიტიკა

ფინანსური მაქინაციები: საქართველოში ბიზნესმენები დააკავეს

27.10.17 16:15


ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და შეძენის ბრალდებით, საქართველოში ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით.

ყალბი დოკუმენტის თანახმად, ბრალდებულმა პარტნიორ კომპანიას ჯამში 38 522 ლარის ღირებულების ხის მასალა მიაწოდა.

აღნიშნული კომპანიის დირექტორმა კი, თავის მხრივ, ფიქტიურად მიწოდებული საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფასურად 3 500 ლარი გადაიხადა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები