საზოგადოება

ცხინვალის რეჟიმი საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება

05.05.16 15:25


ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება. სააგენტო „რესი“ ე.წ. უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავება 3 მაისს განხორციელდა. ისინი ქ. გორის, სოფელ ტახტიძირისა და ჭვრინისის მცხოვრებლები არიან.

„ამ დროისთვის განიხილება საკითხი მათი საქმეების სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ“, - განაცხადეს დეფაქტო უწყებაში. მათივე ინფორმაციით, 2 მაისს საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან 2 თბილისის მცხოვრები იყო და ჯარიმის გადახდის შემდეგ, ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს.

ოსური მხარე ირწმუნება, რომ ეს ადამიანები ქართულ მხარეს 3 მაისს ცხინვალი-ერგნეთის პუნქტზე გადასცეს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 10


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები