საზოგადოება

ბასილაშვილმა უიმბლდონზე საკვალიფიკაციო პირველი რაუნდი გადალახა

22.06.16 20:45


საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის საკვალიფიკაციო რაუნდში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ამ სეზონში ეს მესამე საჩოგბურთო ტურნირია „დიდი სლემის“ სერიიდან.

უკრაინელი დენის მოლჩანოვის მოსაგებად ბასილაშვილს, რომელსაც ATP-ს რეიტინგში 105-ე პოზიცია უკავია, მხოლოდ ორი სეტი დასჭირდა — 6:2, 6:1. მატჩი 51 წუთს გაგრძელდა.
მეორე რაუნდში ბასილაშვილი ეგვიპტელ მოჰამედ საფვატს შეხვდება. მას მსოფლიო რეიტინგში 219-ე ადგილი უკავია.

უიმბლდონის ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილმა სამი შეხვედრა უნდა მოიგოს.

გასულ წელს ბასილაშვილი უიმბლდონის მესამე რაუნდამდე მივიდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები