პოლიტიკა

„მასკარადი გრძელდება“

10.11.17 12:15


თიანეთის არჩეული მერი თამაზ მეჭიაური, გამგებლის, ლელა ქიტესაშვილის მიერ დაანონსებულ ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების გახსნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„მასკარადი გრძელდება და მასში უკვე გარედან აპირებენ ჩარევას!

ახალი მერის მოსვლამდე ერთი დღით ადრე თიანეთში აპირებენ მიფუჩეჩებული ობიექტების გახსნას…

რის დემონსტრირებას ემსახურება ყოველივე ეს?

ყაზბეგი უკვე გაინაღდეს?

ქუცნაშვილის მარიონეტებს პატივს ვერ ვცემ!

იმედია, არ მომიწევს ხელისუფლებიდან ზაქროს მარიონეტებისთვის ღიად დაპირისპირება“, – წერს მეჭიაური.

შეგახსენებთ, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ტუშურები, გამგებელი ლელა ქიტესაშვილი, თავის ბოლო სამუშაო დღეს, თიანეთში 6 მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს გახსნის.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები