საზოგადოება

აზერბაიჯანში მომხდარი ყაჩაღობისთვის საქართველოს მოქალაქეებზე ძებნა გამოცხადდა

10.11.17 16:45


აზერბაიჯანმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა, რომლებსაც ყაჩაღური თავდასხმა ედებათ ბრალად.

ძებნილების შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ვებ-გვერდზეა განთავსებული: 42 წლის ჰუსეინ ჰამოევი, 43 წლის რამაზ ლეშკაშელი და ზაურ გივიაშვილი, 45 წლის გიორგი ბულაცაშვილი და 35 წლის ემილ გაჯიევი.

„Sputnik აზერბაიჯანის" ინფორმაციით, ოთხივე მათგანი ფიგურირებს ყაჩაღურ თავდასხმაში.

აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციით, ხაზარის რაიონის სოფელ ბუზოვნაში ოთხი უცნობი პირი 1956 წელს დაბადებული ადგილობრივი მცხოვრების, ირადა ალიევას სახლში შეიჭრა.

ბოროტმოქმედებმა ალიევას დიასახლისი ქამრით გაკოჭეს. შემდეგ მათ იპოვეს სეიფი, საიდანაც 75 ათასი მანათი, 11 ათასი აშშ დოლარი და 200 ათასი მანათის ღირებულების ოქროს სამკაულები წაიღეს.

მოგვიანებით პოლიციამ ერთ-ერთ ბრალდებული დააკავა — აზერბაიჯანის მოქალაქე ელვინ პირიევი. დანარჩენი ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები