პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი Nurol Holding-ის ხელმძღვანელს შეხვდა

10.11.17 18:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Nurol Holding-ის ხელმძღვანელს და საქართველოს საპატიო კონსულს იზმირში, ნურეთინ ჩარმიქლის უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავიდა.

გიორგი კვირიკაშვილმა ნურეთინ ჩარმიქლის საქართველოს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა აფასებს Nurol Holding-ის მიერ განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. პრემიერმა Nurol Holding-ის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დანახარჯები მიმდინარე წელს 36-37%-ით გაიზარდა, ხოლო მომავალ წელს, 2016 წლის ბაზასთან შედარებით, ამ მიმართულებით 89-90%-ით მეტი დაიხარჯება. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც იმსჯელეს.

ნურეთინ ჩარმიქლიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს.




წყარო : /www.for.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები