ეკონომიკა

მერის არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ

13.11.17 15:10


მერის არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო ოლქიდან “ ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს.

ამის შესახებ განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გააკეთა. მისი ინფორმაციით, ქუთაისში, მარტვილში, ოზურგეთში, ხაშურში, ბორჯომსა და ყაზბეგში არსებული 317 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 270 უბნის შედეგი.

ჟვანიას განცხადებით, ქუთაისში ამომრჩეველთა ხმების 86.64 პროცენტი “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ მიიღო. ყაზბეგის საარჩევნო ოლქში კი ათივე საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც “ ქართული ოცნების” კანდიდატს ალექსანდრე ზაგაშვილს ამომრჩეველთა 68.65 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ჟვანიას ინფორმაციით, ასევე, 52-ვე საარჩევნო უბნის შედეგები არის დათვლილი ხაშურის საარჩევნო ოლქში. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხმათა 61,31 პროცენტი დააგროვა.

ბორჯომში სულ 30 საარჩევნო უბანია და წინასწარი შედეგების მიხედვით დათვლილია 21 უბნის მონაცემი. ამ უბნების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ ხმების 54,42 პროცენტი მიიღო.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, მარტვილში დათვლილია 39-ივე საარჩევნო უბანი და „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმათა 93,04 პროცენტი მოიპოვა.

რაც შეეხება ოზურგეთის საარჩევნო ოლქს, თამარ ჟვანიას თქმით, 62 უბნიდან ამ დროისთვის წინასწარი შედეგები დათვლილია 32 უბნის მიხედვით და „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბეგლარ სიორიძე ხმათა 48,85 პროცენტით ლიდერობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა უბნის მიხედვით დათვლილ წინასწარ შედეგებს საზოგადოებას ხვალ, 10:30 საათზე გააცნობს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები