მსოფლიო

დონალდ ტრამპი: რუსეთთან ურთიერთობა კარგი რამ არის

13.11.17 22:00


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან კარგი ურთიერთობების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება „კარგი რამ არის და არა ცუდი“.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„როდის მიხვდებიან მოძულეები და სულელები, რომ რუსეთთან ურთიერთობა კარგი რამ არის და არა ცუდი. მე მინდა გადავწყვიტო ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა, სირია, უკრაინა და ტერორიზმი. რუსეთს შეუძლია კარგი დახმარება“, - წერს ტრამპი.

მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სირიასთან დაკავშირებით კარგი საუბარი ჰქონდა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით დაეხმარება.




წყარო : /www.for.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები