პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს სხდომა თამარ ჟვანიამ გახსნა

14.11.17 16:45


თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა. მან დეპუტატებს წარმატებები უსურვა.

ჟვანიამ მოკლედ შეაფასა მიმდინარე წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და განაცხადა, რომ სადამკვირვებლო მისიებმა ჩატარებული არჩევნები დადებითად შეაფასეს.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეებს აირჩევენ.

ცესკო-ს თავმჯდომარის შემდეგ დეპუტატებს საკრებულოს უხუცესი წევრი ფრინდონ ინჯია მიმართავს.

როგორც ცნობილია, პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძე იქნება. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ახვლედიანის, მოადგილეებად კი მარიკა დარჩიასა და დავით უჯმაჯურიძის კანდიდატურები.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები