პოლიტიკა

საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

14.11.17 17:15


თბილისის საკრებულოს მეექვსე მოწვევის წევრებმა დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. კენჭისყრისას ტყემალაძის კანდიდატურას ორმოცმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გიორგი ტყემალაძე სამგორის რაიონის მაჟორიტარად “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა, 21 ოქტობრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი მისი კანდიდატურა მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დაასახელა.

გიორგი ტყემალაძე 2007 წლიდან დღემდე თბილისის სამი მოწვევის საკრებულოს წევრია.

2007-2012 წლებში იგი თბილისის საკრებულოს საზღვარგარეთის ქვეყნების თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის დროებით კომისიასა და ურბანული დაგეგმარების და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიას თავმჯდომარეობდა.

2012 – 2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

მეხუთე მოწვევის საკრებულოში კი გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს.

გიორგი ტყემალაძე 2010 წლიდან დღემდე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის წევრია.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები