პოლიტიკა

„ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა მოცულობის ხარჯების ოპტიმიზაცია იქნება შესაძლებელი“

14.11.17 13:30


ფინანსთა მინისტრის მოადგილე ჯერჯერობით ვერ ასახელებს რა თანხა დაიზოგება სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაციის შედეგად ბიუჯეტში. გიორგი კაკაურიძის თქმით, კონკრეტული ციფრები მინისტრების მიერ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ გახდება ცნობილი.

„კონკრეტული რაოდენობა ცვლილებებიდან გამოწვეული ოპტიმიზაციის შემდეგ, ცნობილი იქნება მას შემდეგ, რაც ახალი ხელმძღანელები მივლენ შესაბამის გაერთიანებულ სტრუქტურებში და გადაწყვეტენ, თუ როგორი სტრუქტურით უნდა იმუშაოს ამ ახალმა უწყებებმა, მანამდე ზუსტი რიცხვების თქმა, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება, თუ რა მოცულობის ხარჯების ოპტიმიზაცია იქნება შესაძლებელი“,-განაცხადა კაკაურიძემ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები