საზოგადოება

BUS LANE-ზე ავტომობილის მოძრაობა და გაჩერება 100 ლარით დაჯარიმდება – კანონპროექტი

14.11.17 18:00


გარემოს დაცვის კომიტეტის თავმდჯდომარის, კახა კუჭავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, ავტობუსისთვის გამოყოფილ ზოლზე სხვა ავტომობილის მოძრაობა და გაჩერება 100 ლარის ჯარიმას გამოიწვევს. ეს ინიციატივა დღეს, 14 ნოემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილეს.

თბილისში სპეციალურად საზოგადოებროვი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი (BUS LANE) განახლებულ პეკინის გამზირზეა.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ველობილიკზე ავტომობილის მოძრაობას და გაჩერებას, რაც 50 ლარით დაისჯება.

კანონპროექტით, შესაბამისი ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლში:

“13. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

14. ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით,”- ვკითხულობთ კანონპროექტში.

კანონპროექტის განხილვისას საუბარი შეეხო საკიტხს, უნდა დაიწეროს თუ არა BUS LANE ქართულ ენაზე:

“BUS LANE-ს ტექსტზეც, რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, რომ ქართულად იყოს მაქსიმალურად გამოყენებული ყველანაირი წარწერა და მე ვეხრობი ამას, თუმცა, რომ წარმოვიდგინოთ იგივე ქუჩაზე არსებული წარწერები, “ავტობუსის ხაზი” ცოტა უხერხული იქნება, მით უმეტეს, ეს ის საერთაშორისო ტერმინია, რომლსაც ყველა ქვეყანა იყენებს. ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ ამავე დროს, და ეს წესი უნდა ვრცელდებოდეს არა მარტო ქართველებისთვის, ყველა იმ ადამაინისთვის, რომელიც იქ შემოდის. ეს უნდა იყოს ის აღნიშვნა, რომელიც გასაგები უნდა იყოს არა მარტო ქართველებისთვს, არამედ უცხოელებისთვის,”- განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა კახა კუჭავამ.

ადმინისტრაციულ სამართალდართვევატა კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვხლისწინებს მიტოვებული ავტომობილების საჯარომოზე გადაყვანასაც. მიტოვებულ ავტომობილს საჯარომოზე გადაიტყბანენ, თუ ავტომობილის მფლობელი გაფრთხილებიდან 3 თვის შემდეგ რეაგირებას არ მოახდენს. 3 თვეზე მეტი ვადით მიტოვებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე 50 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

“არ შეიძლება, ქალაქში დაბინძურების წყაროს წარმოადგენდეს ის მიტოვებული მანქანები, როემლიც ხშირ შეთხვევებში, წლებია, აგდია ქალაქში,”- განაცხადა კახა კუჭავამ.

რაც შეეხება საკითხს, თუ რა უნდა ჩაითვალოს მიტოვენულ მანქანად, მან განაცხადა, რომ ეს თვითმმართველობამ უნდა დაადგინოს.

“თვითმმართველობამ უნდა განსაზღვროს, რა იგულისხმება მიტოვებულ მანქანად.

საბურავების გარეშე, საფარი შუშის გარეშე და ეშ, ეს ის მაჩვენებელია, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ავტომობილი მიტოვებულია და ის ვარგისი აღარ არის,”- ამბობს კახა კუჭავა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები