პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

14.11.17 18:30


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტეოდორ მელესკანუსთან გამართა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობაზე, ასევე, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხიც.

საუბარი, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ამ პროცესში მიღწეულ პროგრესს შეეხო. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუმინეთი მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას და აქტიურად აგრძელებს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას. მისივე თქმით, რუმინეთი მზადაა, საქართველოს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიაროს.

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს.

საუბარი, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს შეეხო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა მინისტრს, რუმინეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები