პოლიტიკა

სახალხო დამცველის თანამდებობაზე სოფო ხორგუანის კანდიდატურაც განიხილება

14.11.17 19:00


სახალხო დამცველის თანამდებობაზე სოფო ხორგუანის კანდიდატურაც განიხილება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ საკითხზე მთავრობაში უკვე იმსჯელეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

სოფო ხორგუანის თქმით, ასეთი მსჯელობის შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილია.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურებზე მსჯელობა მთავრობაში უკვე გაიმართა.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ცნობილია, რომ განიხილება თამარ ქალდანის და სოფო ჯაფარიძის კანდიდატურები.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს.




წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები