საზოგადოება

New York Times საქართველოში ღვინის წარმოების 8000-წლიან ისტორიაზე წერს

14.11.17 19:45


ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული გამოცემა New York Times ქართული ღვინის 8000-წლიანი წარმოების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

New York Times ამერიკის სამეცნიერო ცენტრის კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ ღვინის დაბადების ადგილი შესაძლოა, საქართველო იყოს.

ქვეყანაში, რომელიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის კავკასიონის ხეობებს შორისაა მოქცეული, ღვინის დაყენება ჯერ კიდევ 8000 წლის დაიწყეს.

სტატიაში აღნიშნულია, ორშაბათს გამოქვეყნდა აშშ-ის სამეცნიერო აკადემიის კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში აღმოჩენილი ღვინის დასაყენებელი უძველესი ჭურჭელი ჩვენ წელთაღრიცხვით 6000 წლით თარიღდება. ასევე, საუბარია ყურძნის უძველესი ჯიშებზე.

სტატიის ავტორი ქართულ კულტურასა და ტრადიციებში ღვინის კულტის მნიშვნელობაზეც საუბრობს და სადღესასწაულო ტრადიციებში ღვინისა და ვაზის სიმბოლიკის დიდი დოზით არსებობაზე მიუთითებს.

სტატიაში მოყვანილია ამერიკელი მკვლევარებისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის კომენტარები, საქართველოში უძველესი ღვინის წარმოების შესახებ.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები