პოლიტიკა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი დღეს ვლადიმირ პუტინს შეხვდება

14.11.17 20:30


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში ჩავიდა. როგორც მისი პრესსამსახური იტყობინება, ბიბილოვი დღეს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის ადმინიტრაციაში აცხადებენ, რომ ბიბილოვი მოსკოვში პუტინის მიწვევით ჩავიდა და „ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.“

ბიბილოვმა მოსკოვში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და პუტინთან შესახვედრად ემზადება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები