პოლიტიკა

ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს 2018 წლის დასაწყისში ეწვევა

14.11.17 21:00


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში ჩამოსვლას 2018 წლის პირველ ნახევარში გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ლუკაშენკოს ბელარუსში საქართველოს ელჩთან, დავით კოტარიასთან შეხვედრის შემდეგ, იუწყება „Sputnik-ბელარუსი" სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ეს ლუკაშენკოს პირველი ვიზიტი არ იქნება საქართველოში — ის თბილისს 2015 წლის აპრილში ეწვია.

„მადლობას ვუხდი თქვენს პრეზიდენტს, მთავრობას საქართველოში მიწვევისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიზიტი ნათელი და სასარგებლო იყოს… ვფიქრობ, მომავალი წლის პირველ ნახევარში გავუმკლავდებით ვიზიტის მომზადებას და ამ მშვენიერ ქვეყანაში ჩამოსვლას კვლავ შევძლებ", — განუცხადა ლუკაშენკომ ქართველ დიპლომატს.

ბელარუსის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვიზიტის შევსება აუცილებელია „კონკრეტული შინაარსით", რათა „საქართველოსა და ბელარუსის ხალხებმა არ თქვან, რომ მხოლოდ ცერემონიულად ვხვდებით".

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროებში.

ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ბელარუსში საქართველოს საელჩო 2007 წელს გაიხსნა. ის მინსკის ცენტრში მდებარეობს. ბელარუსის დიპლომატიურმა მისიამ საქართველოში მუშაობა 2016 წელს დაიწყო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები