პოლიტიკა

განახლებული მინისტრთა კაბინეტი მთავრობის პირველ სხდომას მართავს

15.11.17 14:00


განახლებული მინისტრთა კაბინეტი მთავრობის პირველ სხდომას მართავს. სხდომას მინისტრის რანგში პირველად ესწრებიან ფინანსთა მინისტრის პოსტზე დანიშნული მამუკა ბახტაძე და განათლების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

სხდომაში ახალი სტატუსით მონაწილეობენ ასევე დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც უკვე ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობს და გიორგი გახარია, რომელმაც ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან შინგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება სხდომაზე განსახილველ საკითხებს, დღის წესრიგით სულ 7 საკითხის განხილვაა დაგეგმილი, მათ შორის პირველი სწორედ მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხია. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე წარადგენს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები