პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე თურქმენეთს ეწვია

15.11.17 15:35


საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქმენეთის რესპუბლიკას ეწვია.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთთან დაკავშირებით მე-7 რეგიონულ ეკონომიკურ კონფერენციაში, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარი მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანზიტო - სატრანსპორტო შეთანხმების გაფორმება, რომელიც „ლაპის ლაზურის“ სახელით არის ცნობილი.

”ლაპის ლაზულის“ მარშრუტის პროექტი ითვალისწინებს ხელმომწერ ქვეყნებს შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერობების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს შეთანხმების მონაწილე ქვეყნებში ტვირთისა და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილებას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების ჰარმონიზაციას და გამარტივებას და ა.შ. „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებით საქართველო ევროპა-აზიის დამაკავშირებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის მონაწილე ხდება”, - განმარტავენ სამინისტროში.

აშხაბადში ვიზიტის ფარგლებში მიხელ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვთან.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები