პოლიტიკა

ევროპარლამენტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებული ანგარიშის მოსმენა და კენჭისყრა გაიმართება

15.11.17 16:05


ევროპარლამენტში, დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებული ანგარიშის მოსმენა და კენჭისყრა გაიმართება.

ანგარიშს ევროდეპუტატები ლაიმა ანდრიკიენე და კნუტ ფლეკენშტეინი წარმოადგენენ.

კენჭისყრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. განსახილველ საკითხთა ჩამონათვალში ევროდეპუტატების ანდრიკიენესა და ფლეკენშტეინის ანგარიშის განხილვა რიგით მეთორმეტეა.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები