პოლიტიკა

თბილისის მერმა კახი კალაძემ გამგებლობის კანდიდატები დაასახელა

15.11.17 16:20


თბილისის მერმა კახი კალაძემ გამგებლობის კანდიდატები დაასახელა. გამგებლების კანდიდატურები თბილისის საკრებულოს დღესვე გადაეგზავნება, რომელთა დამტკიცებაც კვირის ბოლომდე მოხდება.

ვაკის რაიონს კვლავ ნოდარ ტურძელაძე უხელმძღვანელებს, ჩუღურეთს – ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბეში კვლავ ირმა ზავრადაშვილი იქნება გამგებელი, ნაძალადევს რაც შეეხება, აქ გამგებლის თანამდოებობას ირაკლი ხელაძე დაიკავებს, გლდანის რაიონს საბურთალოს ყოფილი გამგებელი ბექა მიქაუტაძე ჩაიბარებს, მის ადგილის კი გაიოზ ვასაძე დაიკავებს, კრწანისს ლევან ჯაფარიძე უხელმძღვანელებს, მთაწმინდის რაიონის გამგებლის პოსტზე დავით კირკიტაძის კანდიდატურა დასახელდა, ისანს – კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონს კი დავით კერესელიძე ჩაიბარებს.



წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები