ეკონომიკა

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები ბათუმში შეხვდებიან

23.06.16 15:50


საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მორიგი შეხვედრა ივლისის ბოლოს —აგვისტოს დასაწყისში ბათუმში გაიმართება, ამის შესახებ ოთხშაბათს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.

მანამდე თავდაცვის მინისტრების მეოთხე სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანში — გაბალში გაიმართა.

მანამდე გაბალში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის განმტკიცების მიზნით, ერთობლივი სწავლებების გამართვა.

მხარეებმა ასევე მოილაპარაკეს ერთობლივად უზრუნველყონ გაზსადენებისა და ნავთობსადენების უსაფრთხოება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები