საზოგადოება

ბათუმში ეროვნული უმცირესობების სკვერი გაშენდება

16.11.17 21:00


ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმში ეროვნული უმცირესობების სკვერი მოეწყობა, იუწყება ტელეკომპანი Imedi.

16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ქალაქ ბათუმის მერიამ სკვერის მოსაწყობად ბაგრატიონის და სერგი მესხის ქუჩების კვეთაზე მაგისტრალებს შორის არსებული სივრცე გამოყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მისი გამწვანება.

აქტივობაში მონაწილეობა ბათუმში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს შეუძლია.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „გზაჯვარედინი — საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება" 14 ნოემბერს გაიხსნა, რომელიც XIX-XX საუკუნეების მხატვრების ასამდე ნახატს აერთიანებს.

გამოფენაზე წარმოდგენილია მუზეუმების ფონდებში დაცული ექსპონატები. მათ შორის, გერმანელი მხატვრის ოსკარ შმელინგის, მხატვრისა და გრაფიკოსის ილია ზანკოვსკის, ფერმწერისა და თბილისის სახვითი ხელოვნების საზოგადოების ერთ-ერთ დამფუძნებლის რიხარდ-კარლ ზომერის ფერწერული ტილოები.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები