საზოგადოება

რუსთავში ოთხი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა შუახნის კაცი

17.11.17 14:30


რუსთავში ოთხი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას 54 წლის კაცი ემსხვერპლა.

როგორც "პირველს" შსს-ში განუცხადეს, რუსთავში, შარტავას ქუჩაზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომობილები ინერციით მოცურდნენ და კიდევ ორ სხვა ავტომობილს დაეჯახნენ.

ინციდენტის შედეგად დაშავებული შუახნის კაცი რუსთავის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები