პოლიტიკა

ეგვიპტეში საქართველოს ელჩმა „ღია მმართველობის პარტნიორობის” შესახებ ისაუბრა

17.11.17 15:20


ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა „ღია მმართველობის პარტნიორობის” და აღნიშნულ ინიციატივაში საქართველოს მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა.

საქართველოს ელჩმა „ღია მმართველობის პარტნიორობის” ინიციატივის, ასევე, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მიმართულებით, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე გაამახვილა, რაც OGP-ის წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობის გააქტიურებას, თანამშრომლობისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას, გამჭვირვალობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობასა და საჯარო მომსახურების მიწოდებაში ინოვაციების ხელშეწყობას გულისხმობს.

ღონისძიების დასასრულს, ალექსანდრე ნალბანდოვმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

პრესკონფერენციას მასპინძელი ქვეყნის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ. ჟურნალისტებთან შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები