პოლიტიკა
17.11.17 15:35
ნოემბრის ბოლოს გაიმართება საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიული კომპანიის სამმხრივი შეხვედრა ტვირთების მონიტორინგის საკითხში, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში შეხვედრის შემდეგ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში.
საქართველომ და რუსეთმა საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთების მონიტორინგის მექანიზმების შეათანხმებას 2011 წელს მიაღწიეს, როდესაც ქართულმა მხარემ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა. პირობას წარმოადგენდა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების გავლით რუსეთიდან სავაჭრო დერეფნები გადიოდეს და ტვირთების ნაკადის კონტროლისა და მათი მარკირების მიზნით მხარეებს საერთაშორისო შუამავლები უნდა მოეწვია. შედეგად არჩევანი შვეიცარიულ კომპანია SGS-ზე შეჩერდა.
„ნოემბრის ბოლოს შვეიცარიაში გაიმართება გაფართოებული შეხვედრა, სადაც შეიკრიბებიან საქართველოს, შვეიცარიის, რუსეთის წარმომადგენლები და იმსჯელებენ 2011 წლის ხელშეკრულებაზე. სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა იყოს განხილული ყველა ნიუანსი, რომელიც ამ დრომდე ორ ქვეყანას შორის არ არის ბოლომდე შეთანხმებული“, — ციტირებს „პირველი არხი“ ზურაბ აბაშიძეს.
ტელეკომპანიის მონაცემებით, სპეციალურმა წარმომადცგენელმა გამოთქვა იმედი, რომ ნოემბრის ბოლოსთვის დაგეგმილ შეხვედრაზე მოხერხდება საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება.
ოქტომბრის შუა რიცხვებში კარასინმა საქართველო შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ქართულ მხარეს სურს, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს.
2016 წლის გაზაფხულზე ქართულმა მხარემ დაასრულა მუშაობა კონტრაქტის ტექსტზე, რომელიც შვეიცარიულ კომპანიასთან უნდა გაფორმდეს. ის მზად არის ხელი მოაწეროს მას მაშინ, როდესაც კონტრაქტის ხელმოწერისთვის ანალოგიურ მზადყოფნას რუსული მხარეც დაადასტურებს.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.
ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების და აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული. ბოლო შეხვედრაზე ივლისში აბაშიძე და კარასინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში დაიწყონ საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების შესრულება.
ჟენევის მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, აბაშიძისა და კარასინის შეხვედრებმა თავისი ნაყოფი უკვე გამოიღო. რუსულ ბაზარზე დაბრუნდა ქართული ღვინო და ბორჯომი, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ქვეყნებს შორის ყოველწლიურად იზრდება სავაჭრო ბრუნვა.
ამჟამად რუსეთი ქართული პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია.
ასევე აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შედეგია 2015 წლის დეკემბერში რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება. მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს მეტად გაამარტივოს სავიზო რეჟიმი ქართული ავიაკომპანია "აირზენას" (Georgian Airways) ეკიპაჟის წევრებისთვის. ავიაკომპანია რუსეთის ქალაქებში რეგულარულ ფრენებს ახორციელებს.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24