პოლიტიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსზე – “იანვრიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა შემცირდეს”

17.11.17 16:05


„ლარის კურსზე პროგნოზებს ვერ და არ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი. ანალიზი ყოველდღიურად კეთდება“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა შემცირდეს.

„პროგნოზებს ვერ და არ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი. ანალიზი ყოველდღიურად კეთდება. საკმაოდ ბევრი ფორვორდული გარიგებები დაიდო ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა დაგვაკლდეს. ამავდროულად, გამყიდველების მიმართულებით გარკვეული ინვესტორების აქტიურობა უნდა გამოჩნდეს, თუმცა, პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ეროვნული ბანკის განცხადება იყო მნიშვნელოვანი.

ბანკმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით, ის მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით, მოახდენს ბაზარზე გავლენას იმ შემთხვევაში, თუ დაინახავენ, რომ ფუნდამენტიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის გადახრილი ლარის კურსი“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები