პოლიტიკა

იან კელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მოტივს, რაც დგას სტრუქტურული ცვლილებების უკან

17.11.17 17:15


„ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მოტივს, რაც დგას სტრუქტურული ცვლილებების უკან”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მმართველობის ოპტიმიზაცია.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მოტივს, რაც დგას სტრუქტურული ცვლილებების უკან. ეს არის მმართველობის ოპტიმიზაცია. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ახალ მინისტრებთან შეხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვიცნობთ, თუმცა, მათთან თანამშრომლობას ველით და სამომავლოდაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა კელიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები