საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში 12 პირი მისცა

17.11.17 19:10


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ხე – ტყის უკანონო რეალიზაციით დაკავებული პირების გამოვლენა – მხილების მიზნით აქტიურად მუშაობს. 2017 წლის ოქტომბერში და ნოემბრის განვლილ პერიოდში, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელეს.

ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით ხის მასალის უკანონო გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 12 პირი. ამოღებულია დიდი ოდენობით ხის მასალა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იმერეთის რეგიონში სასაქონლო ზედნადების გარეშე ხის მასალის გადაზიდვა – რეალიზაციის 7 ფაქტი გამოვლინდა. ყველა სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286 – ე მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, ხოლო დოკუმენტაციის გარეშე არსებული დიდი ოდენობით დახერხილი ხის მასალა ჩამორთმეულია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აღნიშნული კატეგორიის სამართალდარღვევების და დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა – მხილების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები