საზოგადოება

პროკურატურამ გერმანიის, საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს უმასპინძლა

17.11.17 20:30


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გერმანიის, საქართველოსა და სომხეთის უნივერსიტეტების დოქტორანტურის სწავლების საფეხურის სტუდენტებს უმასპინძლა.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი სამი ქვეყნის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საქართველოს სამართლებრივი სისტემის, პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, ფუნქციებისა და პრიორიტეტების გაცნობა იყო.

ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მომართვის საფუძველზე განხორციელდა.

განხორციელებული შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები შეხვდნენ და პროკურატურის სისტემაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ესაუბრნენ.

ამასთან, მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს პროკურატურაში სტუდენტებისათვის მოქმედ პროექტებსა და სტაჟირების სისტემაზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა – მონაწილეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში განხორციელებულ შეხვედრას 22 სტუდენტი ესწრებოდა. სამ ქვეყანას შორის მიმდინარე პროექტი იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტებისათვის ცოდნის, გამოცდილების გაზიარებასა და სამართლებრივი საკითხების გლობალურ ჭრილში დანახვას უწყობს ხელს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს უკვე უმასპინძლა გერმანიის მხარემ ტუბინგენის უნივერსიტეტში, სადაც მათ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელისუფლებო შტოებისა და უზენაესი სასამართლოს საქმიანობის სპეციფიკას. საქართველოს პროკურატურა ყოველთვის მზად არის, ხელი შეუწყოს ანალოგიური პროექტების განხორციელებას საქართველოში.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები