პოლიტიკა

ლუკაშენკო: მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისათვის

17.11.17 21:45


"ბელარუსი მზადაა ყველაფერი გააკეთოს საქართველოსთვის და ქართველი ხალხის კეთილდღეობისათვის", - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსში საქართველოს ელჩთან დავით კოტარიასთან შეხვედრისას განაცხადა. დავით კოტარია ბელარუსში დიპლომატიურ მისისას ასრულებს.

"ყოველთვის დარწმუნებული იყავით, რომ ბელარუსი საქართველოსთვის, რაც კი შეუძლია, ყველაფერს გააკეთებს, რათა მშვენიერმა, შრომისმოყვარე ქართველმა ერმა ყოველთვის კარგად იგრძნოს თავი და მისი კეთილდღეობა გაიზარდოს", - აცხადებს ლუკაშენკო.

ბელარუსის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში გამონახა შესაძლებლობები ეკონომიკური განვითარებისათვის და სასაქონლო ბრუნვა გაიზარდა. აგრეთვე აღინიშნა, რომ ბელარუსი საქართველოს საქონლის მრავალფეროვან სპექტრს აწვდის.

"ჩვენ თქვენ გაწვდით პროდუქციას მანქანათმშენებლობისათვის და ნებისმიერი სახის პროდუქციას მოგაწვდით, თუკი დაგაინტერესებთ", - აცხადებს ლუკაშენკო.

პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ბელარუსული კარტოფილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც მოჰყავს, რომელსაც მანამდე კარგი მოსავლის არ სჯეროდა.

"ასწავლეს - გამოვიდა და ეს ძალიან კარგი წინსვლაა. ბოლო-ბოლო ეს ჩვენთვის მეორე პურია და არც საქართველოში იქნება უკანასკნელი", - აცხადებს ლუკაშენკო.

შეხვედრის ფარგლებშიო ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა.

"მადლობას ვუხდი თქვენს ხელისუფლებასა და პრეზიდენტს საქართველოში მოწვევისათვის.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიზიტი უნდა იყოს ნათელი და სარგებლიანი. ვფიქრობ, მომავალი წლის პირველ ნახევარში ვიზიტი მომზადებული იქნება და კიდევ შევძლებ ამ მშვენიერ ქვეყანაში ჩამოსვლას", - აღნიშნავს ლუკაშენკო.

ალექსანდრ ლუკაშენკომ აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ დავით კოტარია, რომელმაც ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, ამ საკითხშიც დიდ მხარდაჭერას გამოიჩენს.




წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები