პოლიტიკა

ბაჰრეინის სამეფოს დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

17.11.17 22:00


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბაჰრეინის სამეფოში (რეზიდენციით ქ. რიადში), გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ბაჰრეინის სამეფოს პრემიერ-მინისტრის პირად მრჩეველთან, შეიხ სალმან ბინ ხალიფა ალ-ხალიფასთან, რომელიც პრემიერ-მინისტრის, პრინც ხალიფა ბინ სალმან ალ-ხალიფას მიერ მინიჭებული უფლებამოსილების თანახმად, უხელმძღვანელებს ბაჰრეინის სამეფოს დელეგაციას თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც 28-29 ნოემბერს გაიმართება.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შეიხ სალმანის მომავალ ვიზიტზე საქართველოში და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გააქტიურების მზარდ დინამიკაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბაჰრეინული ავიაკომპანია Gulf Air-ის მიერ საქართველოში რეგულარული ფრენების წარმატებულ დაწყებას.

გიორგი ჯანჯღავამ ასევე გამართა შეხვედრა ბაჰრეინის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მის უდიდებულესობა შეიხ რაშიდ ბინ ხალიფა ალ-ხალიფასთან, რომელთანაც საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეებისათვის ბაჰრეინის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები