მსოფლიო

ლავროვი ბაქოდან პასუხობს ნატოს – აზერბაიჯანის არმიაში ნატოს დღეები მიმდინარეობს

20.11.17 18:10


ბაქოში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნატოს მხრიდან რუსეთის აგრესიულობაში დადანაშაულება „სიცრუე“ აღმოჩნდა.

ასეთი განცხადება ლავროვმა რუსეთ–ბელარუსის საშემოდგომო სამხედრო სწავლება „დასავლეთი–2017“–ის ირგვლივ ევროპასა და აშშ–ში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების საპასუხოდ გააკეთა.

„დღეს ისინი თავის სამხედრო კონტინგენტს განლაგებენ აღმოსავლეთ ევროპაში და ამის მიზეზად რუსეთის აგრესიის შეკავებას ასახელებენ“, – განაცხადა ლავროვმა.

„დასავლეთი–2017“ რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივად ჩაატარეს 14–20 სექტემბერს.

ლავროვის განცხადებების პარალელურად, იგივე აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში ნატოს დღეები მიმდინარეობს.

ნატოს დელეგაციას აზერბაიჯანში სამხედრო პარტნიორობის მართვის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ალექსანდრე შვაბამი (კანადა) ხელმძღვანელობს. ნატოს მაღალჩინოსანი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების აკადემიას, ჰეიდარ ალიევის სახელობის უმაღლეს სამხედრო სასაწავლებელსა და ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალებს გაეცნობა.

აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში ნატოს დღეები 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები