პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე - რაც უფრო რთულია მეზობელი, მით უფრო დგება დიალოგის აუცილებლობა

21.11.17 10:15


რაც უფრო რთულია მეზობელი, მით უფრო დგება დიალოგის აუცილებლობა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლებში ე.წ. პრაღის ფორმატმა შედეგი გამოიღო და გარკვეული მიმართულებით დადებითი ტენდენციები შეინიშნება.

„რაც უფრო რთულია მეზობელი, დიალოგის აუცილებლობა უფრო დგება. ამ თვალსაზრისით NATO-ს გენერალურ მდივანს დავესესხები, რომელმაც თქვა, რომ რუსეთთან დიალოგი რთულია და სწორედ ამიტომ არის საჭირო რუსეთთან დიალოგი. ე.წ. პრაღის ფორმატი 2012 წლის ბოლოს ჩამოვაყალიბეთ და მისი უმთავრესი ამოცანა იყო და რჩება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განხილვა, სატრანსპორტო კომუნიკაციები და გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები. როდესაც ჩვენ ამ დიალოგს შევუდეგით, მაშინ ნულის დონეზე იყო ჩვენი ექსპორტი, რუსეთიდან კი ყველაფერი შემოდიოდა, არანაირი შეზღუდვა არ იყო იმპორტის თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იყო დაგვებალანსებინა ეს საკითხი და ახლა ჩვენი ექსპორტი დაახლოებით, 250 მილიონია და იმედია წლის ბოლოსთვის 300 მილიონს მიაღწევს. ზოგადად, ამ წლების განმავლობაში, მილიარდზე მეტი პროდუქცია გავიტანეთ რუსეთში“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები