პოლიტიკა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე გახდა - შუახევში თავმჯდომარე ვერ აირჩიეს

21.11.17 15:15


ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ცხრამეტი ხმით საკრებულოს წევრებმა პოსტზე სულიკო თებიძე აირჩიეს.გადაწყვეტილებას მხარი უმრავლესობის ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილის პოზიცია თამაზ სალუქვაძემ დაიკავა. სხდომა დღის წესრიგით განსაზღვრული სავალდებულო საკითხების მიხედვით ჩატარდა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„მე ვარ მზად ვითანამშრომლო ნებისმიერ ორგანიზაციასთან,პარტიასთან, პიროვნებასთან. ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება, ოღონდ მოვიდეს იდეები და ბათუმისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდეს,“ - განაცხადა სულიკო თებიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძის თქმით კენჭისყრაში ენმ-მ იმ მოტივით არ მიიღო, რომ აღნიშნული საკრებულო გაყალბებული არჩევნების და სპეცოპერაციის შედეგადაა მოსული:

„კენჭისყრებში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბათუმში შეიკრიბა გაყალბებული არჩევნების, სპეცოპერაციის შედეგად მოსული საკრებულოს უმრავლესობა. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება „ქართულ ოცნებას.“ - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ახალი თავმჯდომარე ჰყავს ქობულეთის საკრებულოსაც. დავით მჭედლიშვილს ნდობა 37 წევრიდან 28 დეპუტატმა გამოუცხადა. ოპოზიციამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღო. ქედის საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე გახდა, ხოლო ხულოს საკრებულოს ჯუმბერ დიმიტრაძე უხელმძღვანელებს. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ ნადიმ ვარშაძინე აიჩიეს.

განსხვავებული იყო შუახევი, სადაც დიდი უმრავლესობის მქონე “ქართულმა ოცნებამ” თავმჯდომარედ წარდგენილი კანდიდატის არჩევა ვერ შეძლო. ერთხელ გიორგი დავითაძეს ერთი ხმა დააკლდა, ორჯერ გადადებული სხდომა კი კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები