პოლიტიკა

უკრაინაში საქართველოს საელჩომ რვა ქართველის დეპორტაციის საქმეზე მყისიერად იმოქმედა

21.11.17 15:45


უკრაინაში საქართველოს საელჩომ საქართველოს რვა მოქალაქის დეპორტაციის თაობაზე, დაუყოვნებელი კომუნიკაცია დაამყარა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და, ასევე, ყველა სხვა პროფილურ უწყებასთან, მათ შორის უმაღლეს დონეზე.

ამის შესახებ საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გრიგოლ მაგრაქველიძემ განაცხადა.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეები გუშინ დაბრუნდნენ სამშობლოში, მათ გააკეთეს საჯარო განცხადებები უკრაინაში მათი უფლებების შესაძლო დარღვევის თაობაზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის მზად არის, დაიცვას საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებები და კანონიერი ინტერესები. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო და საკონსულო სამსახური აგრძელებს კომუნიკაციას უკრაინის შესაბამის ორგანოებთან, ხოლო მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობისა და საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, შესაბამისი ქმედებები განხორციელდება", - აღნიშნა მაგრაქველიძემ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საკითხთან დაკავშირებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად - ხსენებული მოქალაქეების დეპორტაცია დაკავშირებულია აღნიშნული პირების საქმიანობასთან, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს, რითიც უკრაინული მხარე ხსნის, ზოგადად, საქმესთან მიმართებაში ინფორმაციის ნაკლებ დეტალიზაციას.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები